ჯანო ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანო ჯანელიძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1933(1933-01-01)
დაბადების ადგილი მარანი (აბაშის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 2009(2009-01-10) (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო

ჯანო (ვლადიმერ) დიანოზის ძე ჯანელიძე (დ. 1 იანვარი, 1933, მარანი, (დღევანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი), — გ. 10 იანვარი, 2009) — ქართველი პოეტი. აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1968 წ). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1951 წელს. ეკუთვნის პოეტური კრებულები „სიცარიელე ძველ სანგრებში“ (1966 წ), „თიბათვე“ (1968 წ), „ოქროსფერი ქვაფენილები“ (1970 წ), „არდავიწყება“ (1972 წ), „იდუმალება“ (1974 წ), „სიზმრის სარკმელი“ (1981 წ), „რჩეული“ (1983 წ), „ეკლიანი გვირგვინები“ (1985 წ) და სხვა. დევნილობაში მყოფი, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აფხაზეთის შემოქმედთა კავშირს ხელმძღვანელობდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მას შემოქმედებითი საღამო სოხუმის უნივერსიტეტში, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიუძღვნეს.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1968 — აფხაზეთის დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგის ორდენი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]