ჯამიროქვაი
| ბიოგრაფია | ||
|---|---|---|
| წარმოშობის ადგილი | ||
| ჟანრ(ებ)ი | ესიდ ჯაზი, ფანკი, დისკო, სოული, პოპი, როკი, ელექტრონიკა | |
| აქტიური | 1992-დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Acid Jazz, Sony Music, Columbia, Universal | |
| ასოციაციები | Brand New Heavies, გურუ, ჯულიან პერეტა | |
| ვებგვერდი | www.jamiroquai.com | |
| წევრები | ||
| ჯეისონ ქეი რობ ჰარისი პოლ ტერნერი მეტ ჯონსონი დერიკ მაკკენზი სოლა აკინგბოლა ლორენ მაკინტოში ჰეიზელ ფერნანდეზი ვალერი ეტიენი |
||
| ყოფილი წევრები | ||
| გევინ დოდსი საიმონ კატზი ნიკ ფაიფი სტიუარტ ზენდერი საიმონ კარტერი ტობი სმითი მაიკ სმიტი ნიკ ვან გელდერი დარენ გალეა (DJ D-Zire) უინსტონ როლინსი ადრიან რეველი უალის ბუჩანანი ჯონი ტირკელი |
||
ჯამიროქვაი (Jamiroquai) — ბრიტანული ბენდი, რომლის წამყვანი მომღერალია ჯეი (ჯეისონ) ქეი. ბენდი საერთაშორისო პოპულარობით სარგებლობს და ასევე კარგად ცნობილი წევრია ადრეული 90-იანების ლონდონის ასიდ ჯაზის მოძრაობისა, ისეთ ჯგუფებთან ერთად, როგორებიცაა ინკოგნიტო, ბრენდ ნიუ ჰივისი, გალიანო და კორდუროი. თუმცა ჯამიროქუაი მას შემდეგ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს გაჰყვა.
სახელი ჯამიროქუაი მიღებულია აბორიგენ ამერიკელთა ტომის იროქვისა (რომელსაც ქეი “ფილოსოფიურად” უკავშირებს საკუთარ თავს) და ჯემის, მუსიკალური ჯემინგი, შერწყმით.
[რედაქტირება] ისტორია
ქეის მიერ ბენდ ნიუ ჰივისთვის მომღერალი გამხდარიყო წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მან საკუთარი ბენდს შექმნა გადაწყვიტა. შედეგად 1992 წელს ჯამიროქვაის პირველი სინგლი “When You Gonna Learn?” (როდის უნდა ისწავლო?) გამოდის ასიდ ჯაზის მარკით. წარმატებულმა პრემიერამ ქიეს სონი ბი-ემ-ჯი მიუზიკ-თან 8 ალბომის ჩაწერის ხელშეკრულება მოუტანა. პირველი ამ სერიიდან იყო 1993 წლის “Emergency on Planet Earth”, რომელიც გამსჭვალული იყო სოულ ჰანგებით, სოციალური ცნობიერების თემებითა და ჯაზური ინსტრუმენტაციებით. 1994 წლის ალბომში “The Return of the Space Cowboy” უფრო აშკარა გახდა ქეის ხელწერა და ეს ორი ალბომი მისეული სტილის ძირითად გამომჟღავნებად ითვლება.
ბენდს შაერთაშორისო აღიარება მესამე ალბომმა “Travelling Without Moving” (1996) მოუტანა, რომელშიც ორი ჰიტია “Virtual Insanity” და “Cosmic Girl”, დაიმკვიდრა რა ამით მტკიცე ადგილი ძნელად შეღწევად ამერიკულ მუსიკალურ ბაზარშიც. 1997 წლის ემ-ტი-ვი ვიდეო მუსიკის დაჯილდოებაზე, კრეატიულმა ვიდეოკლიპმა “Virtual Insanity” ოთხი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო ვიდეოსთვის, საუკეთესო სპეცეფექტებისთვის, საუკეთესო კინემატოგრაფიისთვისა და “Breakthrough” ვიდეოსთვის.
მათი ჰიტ სინგლი “Deeper Underground” 1998 წლის კინოფილმი გოძილას საუნდტრეკი გახდა. მეორე სინგლი “Canned Heat” მუსიკალური მოტივი იყო ფილმისთვის “Center Stage” (2000) და “Napoleon Dynamite” (2004).
პირველი სამი ალბომისთვის დამახასიათებელი ასიდ-ჯაზის აქცენტები უკვე ნაკლებად შეინიშნება 1999-ის ალბომში “Synkronized”. ჯეი ქეის ინტერესმა ფანკსა და დისკო მუსიკაში ბენდის აქცენტი ნელ-ნელა გადახარა ამ მიმართულებებისკენ, რამაც კიდევ ერთი კომერციული წარმატება მოუტანა მათ. მეხუთე ალბომში “A Funk Odyssey” დისკოს გავლენა ყველაზე მკაფიოდაა. სინგლი ამ ალბომიდან “Little L” მსოფლიო ჰიტ-პარადებში #1 ადგილს აღწევს.
მათი შემდეგი ალბომი “Dynamite” 2005 წლის 20 ივნისს გამოვიდა. მას ბრიტანეთის ბილბორდში #3, და მსგავსი წარმატება ხვდა მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაშიც. ეს დისკი დღეისთვის ჯამიროქვაის ყველა მრავალფეროვან ნამუშევრად ითვლება, რომელშიც შესულია დისკო კომპოზიცია “(Don't) Give Hate A Chance” მიქსირებული “Talullah”-ს საკმაოდ მშვიდ ჯაზურ ხმებთან.
2006 წელს გამოვიდა ჯგუფის კრებული High Times: Singles 1992–2006, სადაც ახალი სიმღერაც, Radio მოხვდა.
2010 წლის 1 ნოემბერს დაგეგმილია ჯამიროქვაის შემდეგი სტუდიური ალბომის, Rock Dust Light Star გამოცემა. 2010 წლის 30 აგვისტო გამოვიდა ამ ალბომის პირველი სინგლი, "White Knuckle Ride".
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- Emergency on Planet Earth (1993)
- The Return of the Space Cowboy (1994)
- Travelling Without Moving (1996)
- Synkronized (1999)
- A Funk Odyssey (2001)
- Dynamite (2005)
- Rock Dust Light Star (2010)
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ჯგუფის ოფიციალური ვებგვერდი
- ბენდის ფანების არაოფიციალური გვერდი
- Italian website
- სადისკუსიო ფორუმები ჯამიროქვაიზე და ჯეი ქეიზე
- Jamirosite - the italian community
|
||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||