ჯამებადი ფუნქცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯამებადი ფუნქცია — ფუნქცია, რომლისთვისაც გამოიყენება ანრი ლებეგის მიერ შემოღებული ინტეგრალის ცნება. ე.ი. რისთვისაც ლებეგის ინტეგრალი, აღებული მოცემული სიმრავლის მიმართ, სასრულია. ჯამებადი ფუნქცია, რომელსაც ლებეგის მიხედვით ინტეგრირებად ფუნქციასაც უწოდებენ, ზომადი უნდა იყოს (ლებეგის აზრით). კვადრატით ჯამებადი ფუნქცია არის ის ზომადი ფუნქცია, რომლის კვადრატიც ჯამებადი ფუნქციაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]