ჯადოსნური ფლეიტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღამის დედოფლის გამოჩენა, სცენა ჯადოსნური ფლეიტიდან

ჯადოსნური ფლეიტა (გერმ. Die Zauberflöte) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა. პრემიერა შედგა ვენაში, თეატერ-აუფ-დერ-ვიდენში, 1791 წელს. ლიბრეტო ეკუთვნის ემანუელ შიკანედერს (1751-1812).

ოპერა დაახლოებით ორსაათნა-ხევარი გრძელდება. მიეკუთვნება მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და ყველაზე ხშირად წარმოდგენილ ოპერებს. ჯადოსნური ფლეიტის არიები, მათ შორის ღამის დედოფლის არია, ფართოდაა ცნობილი იმ საზოგადოებაშიც, რომელსაც თავად ოპერა ნანახი არ აქვს. იმის გამო, რომ ოპერა მარტივად აღსაქმელია, მისი ინსცენირება ხშირად ახალგაზრდა მსმენელთა დაინტერესების მიზნით ხდება. ჯადოსნური ფლეიტა რამდენიმეჯერ მარიონეტების თეატრშიც დაიდგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]