ჯადვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჯადვარი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Orchis | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ჯადვარი, ორქიდეა (Orchis), მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. თავთავისებრ ყვავილედში თავმოყრილი აქვთ ვარდისფერი, ლილისფერი, სოსანი, მეწამული ან (იშვიათად) მოყვითალო ყვავილები. ცნობილია 115-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა, ჩრდილოეთ ამერიკაში, ყოფილ სსრკ-ში. საქართველოში 20-მდე სახეობაა. იზრდება ტყის შუა სარტლიდან სუბალპ. სარტყლამდე ტყეებში, ტყის პირებზე და ბუჩქნარში, მდელოზე, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებზე. ქართული ჯადვარი (Orchis iberica) ვარდისფერყვავილოანია, კავკასიური ჯადვარი (Orchis caucasica) — მუქი მეწამული. Orchis flavescens — მოყვითალო. ზოგი სახეობის ფესვისეულ გამომშრალ ტუბერს — სალიხას, მდიცინაში იყენებენ. დეკორატული მცენარეებია.
სტატიის