ხუან დე ერერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელ ესკორიალის მონასტრის ფასადი

ხუან ბატისტა დე ერერა (ესპ. Juan de Herrera; დ. 1530, მოველიანი, სანტანდერი — გ. 15 იანვარი, 1597, მადრიდი) — ესპანელი არქიტექტორი და მეცნიერი, გვიანდელი აღორძინების წარმომადგენელი, რენესანსის ხუროთმოძღვრების ე.წ. ”შეულამაზებელი” სტილის შემქმნელი.

ერერა XVI ს. ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი არქიტექტორი იყო. როგორც აღორძინების პერიოდის პროგრესული ადამიანი მეცნიერების მრავალი დარგით იყო დაინტერესებული. მისი ნამუშევარი ”Discurso sobre la figura cúbica («მოხსენება კუბისტურ ფორმაზე») მკაფიოდ ასახავს მის ცოდნას გეომეტრიასა და მათემატიკაზე.

ხუან დე ერერა წარმოშობით დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, ასტურიის პროვინციის ქალაქ მოველიანიდან. 1548 წლის გაზაფხულამდე სწავლობდა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში, შემდეგ კი განათლება ბრიუსელში განაგრძო. 1551 წელს მიღებული აქვს მონაწილეობა კარლოს V-ის სამხედრო კამპანიებში.