ხტუნიასებრნი (ძუძუმწოვრები)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ხტუნიასებრნი (ლათ. Macrosceliditae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10-32 სმ აღწევს, დაფარულია ქვიშისფერი ან მურა ბეწვით. აქვთ მოძრავი ხორთუმი, დიდი თვალები, მოზრდილი ყურები. გავრცელებულნი არიან აფრიკასა და კუნძულ ზანზიბარზე. ბინადრობენ ნახევრად უდაბნოებში, სავანეებში, ზოგიც — ტროპიკულ ტყეში. საშიშროებისას ხტუნვით მოძრაობენ. ოჯახში 5 გვარის 18 სახეობაა. იკვებებიან მწერებით და წვრილი ხერხემლიანებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 511, თბ., 1987 წელი.