ხოსე ბერგამინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოსე ბერგამინი (ესპ. José Bergamín, დ. 30 დეკემბერი, 1895, მადრიდი – გ. 28 აგვისტო, 1983, ფუენტერაბია) — ესპანელი მწერალი და კრიტიკოსი. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს წევრი. 1936 - 39 წწ. იყო ანტიფაშისტური ინტელიგენციის კავშირის პრეზიდენტი. ბერგამინი წერდა სატირულ ლექსებს, დრამებს, ნარკვევებს. იგი ავტორია დრამებისა „ღვთის ასული“ (1942) და „პარტიზანი ქალიშვილი“ (1945), რომელიც მიუძღვნა ზოია კოსმოდემიანსკაიას გმირობას, აგრეთვე შრომებისა ესპანური თეატრის, კალდერონის, სერვანტესის, გოიასა და სხვ. შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება]