ხორბალოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხორბალოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოში. სოფლის აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, მინდორში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია (7,3 X 6,9 მ), ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. კედლები შიგნიდან შელესილი ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის კედლები (სიმაღლე 2,3-2,7 მ). შესასვლელი (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი) სამხრეთიდან ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]