ხილდებერტ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხილდებერტ I
Portrait Roi de france Childebert Ier.jpg
ფრანკების მეფე
მმართ. დასაწყისი: 27 ნოემბერი, 511
მმართ. დასასრული: 23 დეკემბერი, 558
წინამორბედი: ხლოდვიგ I
მემკვიდრე: ხლოტარ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 497
გარდ. თარიღი: 23 დეკემბერი, 511
გარდ. ადგილი: პარიზი, ფრანკთა იმპერია
მეუღლე: ბულტროგოტა
შვილები: ხროდობერტა, ხროდესინდა
დინასტია: მეროვინგები
მამა: ხლოდვიგ I
დედა: კლოტილდა ბურგუნდიელი

ხილდებერტ I (ლათ. Childebertus; დ. 49723 დეკემბერი, 558, პარიზი) — ფრანკების მეფე 511–558 წლებში. 511 წლიდან პარიზის მეფე, 524 წლიდან ორლეანის მეფე. ხლოდვიგ I-სა და კლოტილდა ბურგუნდიელის ვაჟი. სახელი ხილდებერტი ფრანკების ენაზე ითარგმნება, როგორც „ბრძოლაში ბრწყინვალე“.

511 წელს, მამის სამფლობელოების გაყოფის შემდეგ სამართავად მიიღო პარიზის სამეფო, კონკრეტულად მდინარეებს სონას, ლუარასა და ზღვას შორის მდებარე მიწები, ანუ გალიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ქალაქებით: ამიენი, პარიზი, რუანი, ლიზიე, ბაიე, ავრანში, რენი და ლე-მანი. ხილდებერტის სამეფოს დედაქალაქი იყო პარიზი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]