ხვრელი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხვრელი
Le trou
რეჟისორი ჟაკ ბეკერი
პროდიუსერი სერჟ ზილბერმანი
სცენარის ავტორი ჟაკ ბეკერი
ჟან ორელი
ხოსე ჯოვანი
როლებში მიშელ კონსტანტენი
ჟან კეროდი
ფილიპ ლერუა
კომპოზიტორი ფილიპ არტუი
გამოსვლის თარიღი 1960
ხანგრძლივობა 132 წთ
ქვეყანა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ენა ფრანგული
IMDb პროფილი

ხვრელი (ფრანგ. Le trou) — კინოფილმი. ცნობილი ფრანგი კინორეჟისორის ჟაკ ბეკერის უკანასკნელი კინოდრამა, რომლის პრემიერა შედგა 1960 წელს. დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. ფილმი შეყვანილი იყო კანის კინოფესტივალზე 1960 წელს.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება]

1947 წელი საფრანგეთი, სანტეს ციხე. ახალგაზრდა გასპარი, რომელიც მოუთმენლად ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხვდება იმ ციხის კამერაში, სადაც იმყოფება ახლო ურთიერთობაში მყოფი ოთხი მეგობარი, რომლებსაც ციხიდან გაქცევა აქვთ ჩაფიქრებული.

ჟეო, როლანი, მონსინიორი და მანიუ ცოტად თუ ბევრად თბილად შეხვდებიან ახალგაზრდა გასპარს. ისინი მიუყვებიან კლოდ გასპარს ციხიდან გაქცევის გეგმას და ამიერიდან ისინი ხუთნი შეუდგებიან ჯერ ციხის კამერის იატაკის, ხოლო შემდეგ სქელი კედლების დამტვრევას. დღითიდღე ისინი მორიგეობით უფრო და უფრო მეტად უახლოვდებიან მიზანს, ე. ი. აფართოებენ მთავარ ხვრელს, რომელიც მათ თავისუფლებამდე მიიყვანს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Festival de Cannes: The Hole. festival-cannes.com. წაკითხვის თარიღი: 2009-02-18.