ხერონიმო დე აგილარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხერონიმო დე აგილარი (ესპ. Gerónimo ან Jerónimo de Aguilar; დ. 1489, ესიხა, ესპანეთი — გ. დაახ. 1531 წელს) — ესპანელი მღვდელთმსახური, კონკისტის მონაწილე, ერნან კორტესის თარჯიმანი.

მისი ადრეული ბიოგრაფიის შესახებ ცნობები არ გვაქვს. სხვადასხვა წყაროები მას უწოდებენ დიაკვანს ან ბერს. 1511 წელს მონაწილეობდა მექსიკის ყურეში ცურვაში, თუმცა ხომალდი იუკატანის სანაპიროებთან ჩაიძირა. გადარჩა, დაახლოებით, 20 ადამიანი, მათ შორის კაპიტანი პედრო დე ვალდივია, აგილარი და მატროსი გონსალო გერერო. ესპანელები დაიპყრო კანკუნის მმართველმა და მათი მსხვერპლად შეწირვა გადაწყვიტა. აგილარმა და გერერომ გაქცევა სცადეს, მაგრამ სხვა სახელმწიფოს მებრძოლებს ჩაუვარდნენ ტყვედ და მონებად იქცნენ.

კორტესის ჩამოსვლის შემდეგ, 1519 წელს, ესპანელი მონები გათავისუფლდნენ (ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის დიეგო ლოპეს დე კოგოლუდო). თუმცა, ბერნალ დიასი ამტკიცებს, რომ ესპანელებს მხოლოდ აგილარი შეუერთდა, გერერო კი ინდიური სახელმწიფოს ელიტურ შემადგენლობაში შევიდა და მოგვიანებით კონკისტის წინააღმდეგ იბრძოდა.

აგილარი თან ახლდა კორტესს თარჯიმნის როლში და, როგორც ჩანს, იყო მალინჩეს მასწავლებელი. მის შემდგომ ბედზე არაფერია ცნობილი. როგორც ჩანს, გარდაიცვალა 1531 წელს პანუკოში, დასაფლავების ადგილი უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • М. Стингла. Тайны индейских пирамид. — 1977.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]