ხენიფისის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხენიფისის ეროვნული პარკი

Le Parc National Khenifiss

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Khenfiss dunes.jpg
მდებარეობა მაროკოს დროშა მაროკო
უახლოესი ქალაქი ტან-ტანი, ტარფაია
კოორდინატები 27°56′ ჩ. გ. 12°20′ ა. გ. / 27.933° ჩ. გ. 12.333° ა. გ. / 27.933; 12.333
ფართობი 1 850 კმ²
დაარსდა 2006

ხენიფისის ეროვნული პარკი (ფრანგ. Le Parc National Khenifiss) — ეროვნული პარკი სამხრეთ-დასავლეთ მაროკოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან ელ-აიუან-ბუჯდურ-სეკია-ელ-ჰამრის რეგიონში. შეიქმნა 2006 წელს. ფართობი 1 850 კმ²-ს შეადგენს. პარკი შეიქმნა უდაბნოს, ჭარბტენიანი ადგილებისა და სანაპირო დიუნების დაცვის მიზნით.[1] უახლოესი დასახლებაა სოფელი ახფენირი.

თავდაპირველად პარკი 1960 წელს შეიქმნა, როგორც ბუნების ნაკრძალი, 1980 წელს კი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ადგილად გამოცხადდა. 1983 წელს ბუნების ნაკრძალი ბიოლოგიურ ნაკრძალად გადაკეთდა, 2006 წლის 26 სექტემბერს კი შეიქმნა ეროვნული პარკი.[2]

პარკი მოიცავს სანაპირო ზოლს, ხენიფისის ლაგუნას, რომელიც უდიდესია მაროკოში და შიდა ნაწილს, რომელიც უდაბნოს პლატოზე მდებარეობს. აღნიშნული ლაგუნა ფრინველთა გამოკვების მნიშვნელოვანი ადგილია. ყოველი წლის ზამთარში, ლაგუნაში დაახლოებით 20 000 ფრინველი ჩერდება.[1]

შიდა ნაწილი მოიცავს მლაშობ ადგილებსა და საჰარის ტიპურ ლანდშაფტს, ქვიშის დიუნებსა და ქვიშაქვის პლატოებს.

ბოლო წლებში, მაროკოს მთავრობამ ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება განიზრახა.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Le Parc National Khenifiss (French). Centre d'Échange d'Information sur la Biodiversité du Maroc. წაკითხვის თარიღი: 23 February 2012.
  2. 2.0 2.1 Bienvenue au site du Parc national de Khenifiss (French). Parc national de Khenifiss. წაკითხვის თარიღი: 25 February 2012.