ხეთამხალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ხეთამხალი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Pleurotus ostreatus | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ხეთამხალი (კალმახა-სოკო;[1] ლათ. Pleurotus ostreatus) — ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრი 15 სმ აღწევს, მოთეთრო, მონაცისფრო ან მურაა, გვერდელა. თეთრი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური ფეხი აქვს ან სრულიად არ გააჩნია; სუბსტრატზე მიმაგრების ადგილას შებუსულია. იზრდება კრამიტისებურად დაწყობილ ჯგუფებად, როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან გამხმარ და დამპალ ხეებზე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე; განსაკუთრებით ბევრია თელასა და წიფელზე. ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა. ცნობილია კალმახასოკოს, წიფლისსოკოს და ხისსოკოს სახელწოდებითაც.
ბევრ ქვეყანაში აშენებენ ხელოვნურად. იჭმება ახალი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 453, თბ., 1987 წელი.