ხეერტ ვილდერსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხეერტ ვილდერსი

ხეერტ ვილდერსი (დ. 6 სექტემბერი, 1963, ვენლო, ლიმბურგის პროვინცია) — ნიდერლანდელი პოლიტიკოსი, თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე და 1998 წლიდან მოყოლებული ნიდერლანდის მეორე სენატის წევრი. ვილდერსი საზოგადოებაში განსაკუთრებით ცნობილია ისლამის კრიტიკით.

ცხოვრება[რედაქტირება]

ხეერტ ვილდერსი დაიბადა ნიდერლანდელი მამისა და ნიდერლანდელ–ინდიელი დედის სახლში ვენლოში. ვილდერსი სწავლობდა რომაულ–კათოლიკურ წმინდა თომასის კოლეჯში. ის მონათლეს კათოლიკურად,მაგრამ სრულწლოვანი როცა გახდა,უარი თქვა მან კათოლიკური ეკლესიის წევრობაზე. 18 წლის იყო ვილდერსი,როცა პირველად ესტუმრა ერთ–ერთ ისლამურ სახელმწიფოს,სადაც მისი თქმით, მეგობრული დახვედრის გარდა ისლამი მმართველების შიში დაამახსოვრდა. სკოლის დამთავრებისა და 1983/1984 წლებში სამხედრო მოვალეობის მოხდის შემდეგ, ვილდერსი მუშაობდა სადაზღვევო კომპანიებში. ამავდროულად ის სწავლობდა სამართალთმცოდნეობას ნიდერლანდის ოპენის უნივერსიტეტში. შემდეგ ვილდერსი მუშაობდა რამდენიმე თვე ისრაელში. ვილდერსისა და მისი პარტიისათის ისრაელი ერთ–ერთი მთავარი მოკავშირეა.

1992 წლის 31 ივლისს ვილდერსი დაქორწინდა თავის უნგრელ მეუღლეზე,კრიშტინაზე, ბუდაპეშტში. 1998 წელს ვილდერსი გახდა სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისათის წევრი. იმავე წელს არჩეული იქნა ვილდერსი უტრეხტში ნიდერლანდის მეორე სენატის წევრად. 2002 წელს დატოვა მან თავისი ყოფილი პარტია,2006 წელს კი დააარსა საკუთარი პარტია თავისუფლებისათის. 2006 წლის ნიდერლანდის საპარლამენტო არჩევნებში პარტია თავისუფლებამ ხმების 5,9% მიიღო.

მას შემდეგ რაც ნიდერლანდელი რეჟისორი თეო ვან გოგი ისლამისტმა ექსტრემისტმა მოკლა,ვილდერსი ყოველდღე იცვლის საცხოვრებელ ადგილს.