ხაროვსკის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუნიციპალური რაიონი
ხაროვსკის რაიონი
Харовский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ხაროვსკი[1]
შიდა დაყოფა Q27566017?[1] , Q4414306?[1] , Q4414380?[1] , Q4414594?[1] , Q4414706?[1] და Q4414745?[1]
კოორდინატები 59°57′00″ ჩ. გ. 40°12′00″ ა. გ. / 59.95000° ჩ. გ. 40.20000° ა. გ. / 59.95000; 40.20000
დაარსდა 15 ივლისი, 1929
ფართობი 3 560 კმ²
მოსახლეობა 17 927 კაცი (2010)
ეროვნული შემადგენლობა რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი haradm.ru

ხაროვსკის რაიონი (რუს. Харовский район) — ადმინისტრაციული ერთეული რუსეთში, ვოლოგდის ოლქის ჩრდილო ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ხაროვსკი, ფართობი 3 560 კმ², რაიონის მთავარი მდინარეებია კუბენა, სიტი და მათი შენაკადები. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 17 927 ადამიანს შეადგენდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის სტატუსი მიიღო 1929 წელს, მაშინ შედიოდა რსფსრ-ის ჩრდილოეთ მხარის, ვოლოგდის ოკრუგის, შემადგენლობაში. ამავე წელს შეიქმნა ადგილობრივი რაიკომი. 1930 წლის 30 ივლისის დადგენილებით ხაროვსკის რაიონს შეურთდა სიამჟენსკის რაიონის ნაწილი, თუმცა 1935 წლის 25 იანვარს რუსეთის ცენტრალური აღმსარულებელი კომიტეტის ბრძანების საფუძველზე სიამჟენკის რაიონს, კვლავ დაუბრუნდა ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი. 1936 წელს საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიღების შემდეგ რაიონი ჩრდილოეთის ოლქის შემადგენლობაში შევიდა. ხოლო 1937 წლის 23 სექტემბერს ჩრდილოეთის ოლქის, ვოლოგდისა და არხანგელსკის ოლქებად, გაყოფის შემდეგ ვოლოგდის ოლქის შემადგენლობაში შევიდა. 1954 წელს დაბა ხაროვსკაიას მიენიჭა რაიონული ქალაქის სტატუსი და დაერქვა ხაროვსკი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაროვსკის რაიონის საზღვრები დადგენილია ვოლოგდის ოლქის 2004 წლის 6 დეკემბერს მიღებული № 1121-ОЗ კანონით[2]. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით რაიონი დაყოფილი იყო 1 საქალაქო და 11 სასოფლო დასახლებად. 2009 წელს რაზინსკოეს და შევნიცკოეს დასახლებები გაერთიანდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]