ხან შატირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხან-შატირის პროექტი

ხან შატირი — უზარმაზარი გამჭვირვალე კარავი, ე. წ. გადახურული ქალაქი, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. პროექტის პრეზენტაცია შედგა 2006 წლის 9 დეკემბერს. 150 მ სიმაღლის თაღი, ბრიტანეთის არქიტექტორ ნორმან ფოსტერის პროექტით, უნდა აშენდეს ერთ წელიწადში. კარავი დაახ. ათ საფეხბურთო სტადიონის ფართობს გადააჭარბებს და მასში მოთავსდება ქალაქი მოედნებით, მოკირწყლული ქუჩებით, არხებით, სავაჭრო ცენტრებითა და გოლფის მოედნებით.

კარავი სპეციალური გამჭვირვალე მასალისგან შეიქმნება, რომელიც მზის შუქს შეისრუტავს და კარვის შიგნით ზაფხულის ეფექტს მოახდენს. პრეზიდენტის თქმით ასტანას ამ პროექტის შედეგად ტროპიკული პლაჟი ექნება მთელი წლის განმავლობაში.

ეს პროექტი ასტანაში ნორმან ფოსტერის რიგით მეორე იქნება მასშტაბური შუშის პირამიდის შემდეგ, რომლის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. კარვის მშენებლობას თურქული კომპანია განახორციელებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]