ხალიდ იბნ ალ-ვალიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალიდ იბნ ალ-ვალიდი (არაბ.: خالد بن الوليد); ასევე ცნობილი სუნი მუსლიმთა შორის როგორც საიფ-ალაჰი ('ღვთის ხმალი'); (584 - 642) იყო მუსლიმი არაბი მეომარი და გენერალი VII საუკუნეში ისლამურ დამპყრობლური ომების დროს.

დაიბადა დაახ. 584 წელს მექაში ქურაიშის ტომის ბანუ მახზუმის კლანის მეთაურის ვალიდ იბნ მუღირას ოჯახში. (სამი წამყვანი კლანი იმ პერიოდში იყო ბანუ ჰაშიმი, ბანუ აბდ-ალ-დარი და ბანუ მახზუმი). ბანუ მახზუმი ომის საქმეებისთვის იყო პასუხისმგებელი.

ხალიდი ბავშვობაშივე სწავლობს ცხენოსნობას, ვინაიდან ეს კლანში სიამაყედ ითვლებოდა. ბანუ მახზუმები არაბეთში საუკეთესო მოჯირითეებად ითვლებოდნენ და ხალიდი მალევე ხდება კლანის ერთ-ერთი საუკეთესო ცხენოსანი. ცხენოსნობასთან ერთად ის ომის ხელოვნებასაც ეუფლება.