ხალედ ჰოსეინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხალედ ჰოსეინი
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1965
დაბ. ადგილი ქაბული, ავღანეთი
საქმიანობა პროზაიკოსი
ეროვნება ავღანეთის დროშა ავღანეთიაშშ-ის დროშა აშშ
პერიოდი 2003 წ. - დღემდე
ჟანრი რომანი
დებიუტი ფრანს ადევნებული
Magnum opus ფრანს ადევნებული;
ათასი კაშკაშა მზე

ოფიციალური საიტი

ხალედ ჰოსეინი (ინგლ. Khaled Hosseini, სპარს. خالد حسینی; დ. 4 მარტი, 1965) — ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ქაბულში, დიპლომატის ოჯახში, რომელმაც აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო სსრკ-ავღანეთის ომის დროს. დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-დიეგოში და გახდა ექიმი. აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში, არის გაერო-ს წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში.

ფართო პუბლიკისთვის ცნობილი გახდა რომანის „ფრანს ადევნებული“-ის (ინგლ. The Kite Runner) გამოქვეყნების შემდეგ. წიგნმა მიიღო პრემია „მკითხველის არჩევანი 2007“.

ცხოვრობს ჩრდილეოთ კალიფორნიაში. ჰყავს მეუღლე როია და ორი შვილი.

ნაწარმოები[რედაქტირება]