ხაზოვან-ლენტური კერამიკის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპა შუა ნეოლითურ ხანაში

ხაზოვან-ლენტური კერამიკის კულტურა — კულტურა დასავლეთ ევროპაში, რომელიც ხასიათდება კერამიკის წარმოების ტექნოლოგიის ცვლილებით, ჭურჭლის მოხატვით რიტუალური და პლასტიკური ორნამენტებით, ქვის ნივთების დამზადების ახალი მეთოდებით, ხის გრძელი მართკუთხა ნაგებობებით, სასოფლო მეურნეობის ეკონომიკით მინდვრების კომპლექსით მდინარის სანაპიროზე და მეცხოველეობის გაზრდით.

ამ კულტურის ექსპანსიის პირველი ფაზის დროს (მიახლოებით 5400-5300 წ.ჩ. წ.ა.) მოიცვა თანამედროვე ლესოვეს (lessowe) ტერიტორია სილეზიაში და მცირე პოლონეთი, მოგვიანებით გადაადგილდა უფრო ჩრდილოეთით (კუიავის ტერიტორიაზე, ხელმსკის მიწებზე და დიდ პოლონეთში) და აღმოსავლეთით (ჟეშუვის რაიონი), wreszcie przekroczył pl:San i pl:Bug. რეალურად ამ კულტურიდან წარმოიშვა თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე პირველი მიწათმოქმედები და მეცხოველეები. შინაურ ცხოველბს შორის ჰყავდათ თხები და ცხვრები, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ღორები. შემცირდა ნადირობის და შემგროვებლობის როლი შემცირდა მეურნეობაში. სახლები იყო გრძელი, მართკუთხედი კედლების სვეტური კონსტრუქციით. ასეთ სახლებში ცხოვრობდნენ დიდი ოჯახები (გვარები) (ანუ რამდენიმე თაობა, მიახლოებით 16-20 ადამიანი). თავდაპირველად დომინირებენ 2-3 სახლი, გვიან კი მათი რიცხვი იზრდებოდა. ეს კულტურა ხასიათდებოდა:

  • თავდაპირველ ეტაპზე — იშვიათად აღნიშნული სწორი, კლაკნილი და ნახევრად მრგვალი ხაზებით,
  • შუა ეტაპზე — ჰორიზონტალურ და ნახევრად მრგვალ ხაზებზე (ნოტური ორნამენტები) ჩაღრმავებებით,
  • გვიან ეტაპზე — განივი და გრძივი ხაზებით, ჯვრებით, მოკლე ჭრებით, ზელიეზოვსკის სტილი (styl żeliezowski).

პოლონეთის იმ დროინდელი მცხოვრებლების სულიერ ცხოვრებაზე ძალიან ცოტაა ცნობილი — იშვიათად ჩნდებოდა ქალის ფიგურები გამოკვეთილი სქესობრივი ნიშნებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: