ხავერდის ხე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ხავერდის ხე | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Phellodendron | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ხავერდის ხე (ლათ. Phellodendron; ფელოდენდრონი) — მცენარეთა გვარი ტეგანისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი ხეებია. 10-მდე სახეობა გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის ბარის ტყეებში. აღსანიშნავია ამურის ხავერდის ხე (ლათ. Phellodéndron amurénse), რომელიც გვხვდება შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ჩინეთსა და კორეაში. კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში. მისი მსხვილი ღეროები კორპის სქელი ფენით იფარება. გამძლე მერქანი აქვს; იყენებენ ავეჯის, ფირფიცრის და სხვ. დასამზადებლად.
საქართველოში გვხვდება ფელოდენდრონის 1 სახეობა: ამურის ხავერდის ხე ანუ ამურის კორპის ხე, რომელიც იზრდება უფრო ტენიან რაიონებში, აჭარაში, ბაკურიანის ბოტანიკური ბაღში, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში და სხვ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 413, თბ., 1987 წელი.