ჭრელი სქელშუბლა (ლათ.Hypophthalmichthys nobilis) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. პელაგიური სახეობაა. სწრაფად იზრდება. სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს, წონა 40 კგ. ზოგიერთი ეგზემპლარის სიგრძე 1 მ-ს, ხოლო წონა 70 კგ-ს აღწევს. გვხვდება შორეული აღმოსავლეთის მდინარეებში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული განხორციელდა ჭრელი და თეთრი სქელშუბლის მასიური განსახლება. ჭრელი სქელშუბლა ინტროდუცირებულია და გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში 1962 წლიდან არის აკლიმატიზებული.[1]