ჭოტი (ფრინველი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭოტი

ჭოტი (ლათ. Athene noctua) — ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 25 სმ, მასა 170 გ აღწევს. ბუსგან განსხვავებით „ყურები“ არ აქვს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, აზიაში (ჩრდილოეთ რეგიონების გარდა), ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მობინადრე ფრინველია. სინანთროპია, ბინადრობს ადამიანის სამოსახლოში, ზოგჯერ — მშრალ ველებსა და უდაბნო ადგილებში. იკვებება წვრილი მღრღნელებით, მწერებით, იშვიათად პატარა ჩიტებით. ზოგჯერ სახელწოდება ჭოტს არასწორად ხმარობენ ზარნაშოს სინონიმად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • რ. ჟორდანია, ქსე, ტ.11, გვ.405, თბ., 1987