ჭოტაკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჭოტაკი (ლათ. Silicula) — მშრალი, ცრუ ორბუდიანი პარაკარპული ნაყოფი, რომლის სიგრძე თითქმის სიგანის ტოლი ან უფრო იშვიათად ორჯერ მეტია. ასეთი ნაყოფი აქვს ჯვაროსანთა ოჯახის ზოგიერთ მცენარეს. არჩევენ ფართოტიხრიან (წიწმატა სელი — Camellina sativa), ვიწროტიხრიან (ქუთქუთა — Thlaspi arvense), დანაწევრებულ (კოტრანა — Crambe orientalis) და უხსნად (მათრახა — Isatis Iberica) ჭოტაკს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მცხვეთაძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 405, თბ., 1987 წელი.