ჭიპლარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
3 წუთის ასაკის ბავშვის ჭიპლარი

ჭიპლარი — ანატომიური წარმონაქმნი, რომელიც ადამიანის (და ყველა პლაცენტიანი ძუძუმწოვარი ცხოველის) ნაყოფს აკავშირებს პლაცენტასთან და მისი მეშვეობით — დედის ორგანიზმთან. ჭიპლარის სისქე 1,5 სმ, ხოლო სიგრძე 50-70 სმ აღწევს, რაც ჩანასახს საშუალებას აძლევს შედარებით რთული სახის მოძრაობები შეასრულოს საშვილოსნოს შიგნით. პრიმიტიულ ხერხემლიანებს, ჩვეულებრივ, ძალიან მოკლე და არა ზონრისებური ჭიპლარი აქვთ. ჭიპლარის ქსოვილში გადის 2 ჭიპლარის არტერია და 1 ჭიპლარის ვენა. ჭიპლარის მოჭრის შემდეგ ფორმირდება ჭიპი.

ლიტერატურა[რედაქტირება]