ჭიპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიპი

ჭიპი (ლათ. umbilicus) — ჭიპლარის მოვარდნის შემდეგ დარჩენილი ნაწიბური, რომელიც რჩება სხეულზე ჩაღრმავების ან ამონაბურცის სახით. ჭიპი გააჩნია ყველა პლაცენტიან ძუძუმწოვარს; მათ უმეტესობას თმით დაუფარავ მცირე ზომის ხაზად ემჩნევა. გარდა ამისა, ჭიპები ზომით, ფორმით და სიღრმითაც განირჩევა. სწორედ იმის მეშვეობით, რომ ჭიპი არა ბუნებრივი, არამედ შეძენილი ნაწიბურია, ხდება მონოზიგოტური ტყუპების ერთმანეთისგან გარჩევა.

ჭიპი ოქროს კვეთაში — სხეულის სიმაღლის 62 %-ზე
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჭიპი&oldid=2399663“-დან