თამაზ ჭილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭილაძე, თამაზ)
თამაზ ჭილაძე
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1931(1931-03-05)[1] [2]
დაბადების ადგილი სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 28 სექტემბერი, 2018(2018-09-28)[3] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი[1] [4] , პოეტი[4] და დრამატურგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus აჰა, მიიწურა ზამთარი, ბრეიგელის მთვარე, აუზი და ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი და აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

თამაზ ჭილაძე (დ. 5 მარტი, 1931, სიღნაღი, საქართველოს სსრ — გ. 28 სექტემბერი, 2018, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1957-2018), საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ცნობილი ქართველი მწერლის ოთარ ჭილაძის ძმა.[5] თბილისის საპატიო მოქალაქე (2013).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში.[6] საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე,[7] შემდეგ კი — ასპირანტურაში. პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა.

თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში — პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ — მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში — მდივნად (1981-1987); ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად 1997 წლიდან.[8]

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და კიდევ რამდენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა.[9] მწერალთა კავშირის წევრი იყო 1957-2018 წლებში.

თამაზ ჭილაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.[10] თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიეტუვურად.[6]

პოეტური კრებულები — „ღია სარკმელი“ (1958), „მზის საათი“ (1962), „ივლისი“ (1966), „მახსოვრობა“ (1978), „ლექსები“ (1987), „მზე დეკემბერში“ (1999); პროზაული კრებულები — „გასეირნება პონის ეტლით“. შუადღე“ (1963), „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?“ (რომანი, 1965), „თეთრი კვამლი“ (1967), „აჰა,მიიწურა ზამთარი“ (რომანი, 1967), „მდგმურები“ (1971), „აუზი“ (1972), „წერო“, „პოსეიდონის სასახლე“, „კაქტუსის ბაღი“, „ბრეიგელის მთვარე“; პიესები: „სურათები საოჯახო ალბომიდან“, „თავფარავნელის ბალადა“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, „არაბეთის სურნელოვანი ბალახები“, „ნადირობის სეზონი“, „მშვიდობით ლომერა“, „ნახვის დღე“, „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“; ესეები, ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, „რუსთაველი“, „წინასწარმეტყველი“ (ილია), „აკაკი წერეთლის პოეზია“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, „ვაჟა-ფშაველა“, „გიორგი ლეონიძე“, „გალაკტიონ ტაბიძე“, „რობერტ სტურუა“, „დავით კაკაბაძე“, „ნიკო ფიროსმანაშვილი“, „მესამე ზარი“… წლების მანძილზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, რომლებიც ერთად თავმოყრილი, „მერანმა“ გამოსცა 2006 წელს „დრო“. გამოცემულია მისი „ლექსები“ (1956), „ღია სარკმელი“ და „სილის საათი“ (1961), „შუადღ“ (1965) „მახსოვრობა“ (1978), „მზე დეკემბერში“ (1998).

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). პიესებს სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. სოფიკო ჭიაურელმა დადგა „არაბეთის სურნელოვანი ბალახები“.

პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები
მოთხრობები

დრამატურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მკვლელობა“ — 1969
  • „თავფარავნელის“ ბალადა“ — 1978
  • „ბუდე მეცხრე სართულზე“ — 1978
  • „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ — 1979
  • „ჩიტების ბაზარი“ — 1986
  • „ნახვის დღე“ — 1987
  • „ელისაბედ, ელისაბედ“ — 1988
  • „არაბეთის სურნელოვანი ბალახები“ — 1993
  • „სიზმრების ახსნა“ — 1993
  • „სამოთხის კვარტეტი“ — 1995
  • „როცა შუქი ქრება“ — 1995
  • „მშვიდობით, ლომებო“ — 2001
  • „ნადირობის სეზონი“ — 2002
  • „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ 2003
  • „კიკაბუ-კიკაბუ“ — 2006
  • „დაკრძალვა სახელმწიფოს ხარჯით“ — 2011

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ღია სარკმელი“ (1958)
  • „მზის საათი“ (1962)
  • „ივლისი“ (1966)
  • „მახსოვრობა“ (1978)
  • „ლექსები“ (1987)
  • „მზე დეკემბერში“ (1999)

წერილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1055741488 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. The Fine Art Archive — 2003.
  3. http://www.interpressnews.ge/ka/article/514255-87-asakshi-mcerali-tamaz-chilaze-gardaicvala/
  4. 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
  5. Тамаз Чиладзе. livelib.ru. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
  6. 6.0 6.1 თამაზ ჭილაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
  7. Чиладзе Тамаз Иванович. Большая советская энциклопедия. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
  8. თამაზ ჭილაძე – ბიოგრაფია. „ბურუსი“ (02 ოქტომბერი, 2009). ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
  9. თამაზ ჭილაძე. გამომცემლობა „ინტელექტი“. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
  10. მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა. „იმედინიუსი“ (28 სექტემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.