ჭივჭავი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჭივჭავი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Spinus spinus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ჭივჭავი (ლათ. Spinus spinus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 12 სმ, მასა 14 გრამს აღწევს. მომწვანო-მოყვითალო შეფერილობაზე მუქი ზოლები დასდევს, მამალს კი შავი „ქუდი“ ახურავს. გავრცელებულია ევროპის და აზიის წიწვიან ტყეებში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში ნომადობს საჭმლის საძებნელად. ბუდობს ხეებზე. წელიწადში 2-ჯერ, აპრილში და ივნისში დებს 4-5 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 12 დღე-ღამე გრძელდება. იკვებება მცენარეთა თესლით, მართვებს კვებავს მწერებითა და მათი მატლებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 398, თბ., 1987 წელი.