ჭიამაიასებრნი
ვიკიპედიიდან
| ჭიამაიასებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Coccinellidae |
ჭიამაიასებრნი (Coccinellidae), ხოჭოების ოჯახი. აქვთ ამობურცული, მომრგვალო ან ოვალური სხეული, ზურგზე, ღია ფონზე შავი ლაქები აყრიათ, იშვიათად — პირუკუ. კაშკაშა გამაფრთხილებელი შეფერილობა მტრისაგან თავდაცვის საშუალებას აძლევთ. მათი სხეულის სიგრძე 4-7 მმ აღწევს. ხოჭოები და მატლები მტაცებლები არიან. იკვებებიან ბუგრებით, ცრუფარიანებით და სხვა პატარა მწერებით, ზოგი — მცენარეებით. ოჯახში 2000-მდე სახეობაა, გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. მტაცებელი სახეობები სასარგებლოა, ზოგი მცენარეჭამია კი — მავნებელი. მტაცებელ ჭიამაიასებრნს იყენებენ ცრუფარიანების წინააღმდეგ. ავსტრალიიდან აფხაზეთში შემოყვანილმა როდოლიამ და კრიპტოლემუსმა შეაფერხეს ციტრუსების საშიში მავნებლების — ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანას გამრავლება. ყოფილ სსრკ-ში ბუგრებთან საბრძოლველად ჭიამაიასებრთა ადგილობრივ სახეობებსაც იყენებენ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური)Ladybugs of North America — diagnostic photographs
- (ინგლისური)Multicolored Asian ladybug Harmonia axyridis male and female specimens photos
- (ინგლისური)Biological control: Predators: Lady beetles
- (ინგლისური)BBC Science & Nature: 7-spotted ladybird
- (ინგლისური)Harlequin Ladybird survey in the British Isles
- (ინგლისური)Ladybirds page on The Earth Life Web
- (ინგლისური)Unofficial Homepage to the Asian ladybird beetle
- (ინგლისური) General Information on Ladybugs (Asian LadyBeetle)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ.11, გვ.396, თბ.,1984

