ჭიები
(გადამისამართდა გვერდიდან ჭია)
ჭიები (ლათ. vermes) — უხერხემლო ცხოველების ჯგუფი, რომელიც შეიცავს 46 ათასამდე სახეობას. აქვთ მოგრძო სხეული, რომლის კედლები შედგება კანის საფარვლისა და კუნთებისაგან (კან-კუნთოვანი პარკი). მოძრაობენ უმთავრესად სხეულის პერისტალტიკური შეკუმშვის მეშვეობით. განეკუთვნებიან პირველადპირიან ცხოველებს. მე-19 საუკუნეში ჭიებს ცალკე ტიპად მიიჩნევდნენ. ამჟამად მასში გაერთიანებულია რამდენიმე დამოუკიდებელი ტიპი: ბრტყელი ჭიები, პირველადღრუიანი, ექიურიდები, სიპუნკულიდები, რგოლოვანი ჭიები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 298.