ჭვინტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭვინტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Carduelis (Acanthis) cannabina
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720441

ჭვინტა (ლათ. Carduelis cannabina სინონიმები Acanthis cannabina, Cannabina cannabina) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, მწვანე კონცხის კუნძულებზე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი. ცხოვრობს ტყეებისა და ჭალების ნაპირებზე, ბუჩქნარებში, სოფლის ეზოებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. იკვებება თესლით. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ჭვინტა (Carduelis cannabina cannabina) და თურქესტანული ჭვინტა (Carduelis cannabina, bella).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]