ჭეჭკეტასოკო
| ჭეჭკეტასოკო | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Lactarius volemus | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ჭეჭკეტასოკო (ლათ. Lactarius volemus) — ხორცოვანი ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრია 15 სმ, მოწითალო-ყავისფერი, ნარინჯისფერი-ყავისფერი ან მოყვითალოა; ჯერ ამობურცულია, მომწიფებისას შუაში ჩაღრმავდება და ხშირად დახეთქილი ზედაპირი აქვს. ნაყოფსხეულის (განსაკუთრებით ფირფიტების) დაზიანებისას გამოიყოფა თეთრი, რძისმაგვარი სითხე, რომელიც ჰაერზე წენგოსფერი და წებოვანი ხდება, გაშრობისას მის ადგილას ჩნდება მურა ლაქა.[1] იზრდება ფოთლოვან წიწვოვან ტყეებში ზაფხულში (აგვისტო) და შემოდგომით (ოქტომბერი). საჭმელად იხმარება ახალი — შემწვარი, ზოგჯერ უმიც. დასავლეთში იგი დელიკატესად მიიჩნევა.
მოიპოვება თბილ ზომიერ მხარეებში, ასევე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ტროპიკულ მხარეებში. იზრდება განცალკევებით, ზოგჯერ პატარა ჯგუფებით. ჭეჭკეტასოკო ფართოდ არის გავრცელებული მთელი ევროპის ტერიტორიაზე.[2][3] მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი ნიდერლანდის (და ფლანდრიის) ტერიტორიაზე.[4]
ამერიკის კონტინენტზე გავრცელების ჩრდილოეთ საზღვარი აღწევს სამხრეთ კანადას დიდი დაბლობების აღმოსავლეთით,[5], სადაც სახეობა ვრცელდება აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირომდე,[6] მექსიკასა და გვატემალაში.[7]
ჭეჭკეტასოკო აზიაშიც არის ცნობილი. აქ მისი გავრცელების არეალია ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, კორეა, ნეპალი და ვიეტნამი. მისი კოლექციები შეგროვებულია ირანსა და თურქეთში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Alan Bessette u.a.: Mushrooms of northeastern North America. Syracuse University Press, 1997. ISBN 0-8156-0388-6, Seite 180.
- R. M. Dähncke: 200 Pilze. 5. Auflage, Verlag Aargauer Tagblatt, Aarau 1992, ISBN 3-85502-145-7
- L. R. Hesler, Alexander H. Smith: North American species of Lactarius. University of Tennessee Press, Knoxville 1979. ISBN 0-472-08440-2 Seiten 161−166.
- Dr. M. Svrcek: Pilze bestimmen und sammeln. Verlag Mosaik, München 1976
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 392, თბ., 1987 წელი.
- ↑ Shimono Y, Hiroi M, Iwase K, Takamatsu S. (2007). „Molecular phylogeny of Lactarius volemus and its allies inferred from the nucleotide sequences of nuclear large subunit rDNA“. Mycoscience 48 (3): გვ. 152–57. DOI:10.1007/s10267-006-0346-0.
- ↑ Species: Lactarius volemus (Fr.) Fr. 1838. Global Biodiversity Information Facility. წაკითხვის თარიღი: 2010-11-18.
- ↑ The fishy milkcaps (Lactarius volemus sensu lato), cryptic species with a long and pandemic history. Department of Biology, Ghent University (2010). წაკითხვის თარიღი: 2010-11-18.
- ↑ Smith AH. (1977). „Variation in two common Lactarii“. Kew Bulletin 31 (3): გვ. 449–53. DOI:10.2307/4119385.
- ↑ Arora D. (1986). Mushrooms Demystified. Berkeley, California: Ten Speed Press, გვ. 78. ISBN 978-0-89815-169-5.
- ↑ Montoya L, Bandala VM, Guzmán G. (1996). „New and interesting species of Lactarius from Mexico including scanning electron microscope observations“. Mycotaxon 57: გვ. 411–24.