ჭერეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭერეხი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ოჯახი:  კობრისებრნი
ლათინური სახელი
Aspius aspius

ჭერეხი (ლათ. Aspius aspius) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს წაგრძელებული სხეული, დიდი პირი, მომწვანო-მურა ზურგი, ვერცხლისფერი გვერდები. მისი სხეულის სიგრძე 60-80 სმ აღწევს. გავრცელებულია ჩრდილოეთის, ბალტიის, შავი, კასპიის და არალის ზღვების აუზებში. საქართველოში გვხვდება რიონში, სუფსაში, ენგურში, პალიასტომის ტბაში. მტკვარში, ალაზანში, ხრამსა და იორში მოიპოვება მისი ქვესახეობა — წითელტუჩა ჭერეხი ანუ ხაშამი (Aspius aspius taeniatus). ჭერეხი მტაცებელია. ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლს, შებოლილს, დაკონსერვებულსა და დამარილებულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]