გრიგოლ ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭელიძე, გრიგოლ)
გრიგოლ ჭელიძე
დაბ. თარიღი 11 ივნისი, 1912(1912-06-11)
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 23 აგვისტო, 1976(1976-08-23) (64 წლის)
გარდ. ადგილი გაგრა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი

გრიგოლ ფილიპეს ძე ჭელიძე (დ. 11 ივნისი, 1912, ქუთაისი — გ. 23 აგვისტო, 1976, გაგრა; დაკრძალულია თბილისში) — ქართველი გეოლოგი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1974).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წელს დაამთავრა თსუ. 1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. ჭელიძის შრომები ძირითადად შეეხება საქართველოს ნეოგენური ნალექების სტრატიფიკაციისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. მიღებული ჰქონდა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1973), შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]