ჭანჭყატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭანჭყატი (Euonymus), ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი ჭანჭყატისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 200-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის სარტყლებში. საქართველოში იზრდება 7 სახეობა; მათგან 2 ენდემურია:

  • კეცხოველის ჭანჭყატი (E. ketzkhovelii) — 2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქი, მოზამთროფოთლებიანი. გავრცელებულია მთელ დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1500 მ-მდე, მთის შუა სარტყლის ფართოფოთლოვან ტყეებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში;
  • არმაზული ჭანჭყატი (E. armasica) — დაბალი ტანის, მიწაზე გართხმული ბუჩქი; გავრცელებულია თბილისის მიდამოებში (მცხეთა, საგურამო). იზრდება ქვეტყის სახით შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებში.

ჭანჭყატის ღეროს და განსაკუთრებით ფესვის ქერქი შეიცავს გუტაპერჩს. ამ მხრივ პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მეჭეჭიან ჭანჭყატსა (E. verrucosus) და ევროპულ ჭანჭყატს (E. europaeus), რომლებიც აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში (მ.შ. საქართველოში) იზრდება. ჭანჭყატის ზოგი სახეობა დეკორატიულია, მწვანე მშენებლობაში იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლორია, მ., ქსე, ტ. 11, გვ. 383. თბ., 1987
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: