ჭანჭიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭანჭიკი

ჭანჭიკიმანქანათა ნაწილებისა და ნაგებობათა გასართი შეერთებისათვის განკუთვნილი დეტალი. ჭანჭიკი ღეროა, რომელსაც ერთ ბოლოზე აქვს კუთხვილი, მეორე ბოლოზე კი — სხვადასხვა ფორმის ექვსკუთხა ან ოთხკუთხა თავი. ჭანჭიკს ამზადებენ ნახშირბადიანი, მცირედ ლეგირებული ან სპეციალური ფოლადისაგან, თითბირისგან და სხვ.

ყოველდღიურ ქართულ მეტყველებაში ჭანჭიკის აღსანიშნავად გავრცელებულია რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმი „ვინტი“ (რუს. Винт; გერმანული სიტყვიდან Gewinde, „ხრახნი“).

იხ. აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 383. თბ., 1987