ჭანარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭანარი
Barbus capito
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ძვლოვანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ჭანარი
ლათინური სახელი
Barbus capito
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : iucn3.1

ჭანარი (ლათ. Barbus capito) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. წვერას გვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელი. აქვს ორი წყვილი ულვაში, თავის ქვემო მხარეზე — ნახევარმთვარისებრი პირი. სხეულის გვერდებზე გასდევს ყვითელი ზოლი. არსებობს ჭანარის ორი ფორმა: გამსვლელი და ადგილობრივი. გარეგნულად ძალიან წააგავს არალის წვერას, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით უფრო მსხვილმარცხლიანი ქერცლით გამოირჩევა, რომელსაც ოქროსფერი დაკრავს. ჭანართა უმეტესობა დიადრომია. არსებობენ მუდმივ საარსებო ადგილას მიჯაჭვული გამონაკლისებიც. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 120 სმ აღწევს, მაქსიმალური წონა — 9 კგ-ს.

ჭანარის პრობლემატური სახეობაა კვლავწარმოების მხრივ. დაანგარიშებულია, რომ მისი პოპულაციის გასაორმაგებლად 14 წელია საჭირო. არასწორი რეწვის შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე დადგება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჭანარზე თევზჭერის ლიცენზიები უკანასკნელ პერიოდში აღარ გაიცემოდა.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭანარი კასპიის ზღვასა და მასში ჩამდინარე სამხრეთ და დასავლეთ მდინარეების აუზებშია გავრცელებული. ძირითადად ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე. ცალკეული წყაროების მონაცემებით ჭანარი ჩრდილო ესპანეთშიც გვხვდება, თუმცა ტაქსონონიური სისტემის სინქრონიზაციაში ხარვეზების გამო, ეს მონაცემები ბოლომდე სარწმუნოდ ვერ ჩითვლება.

საქართველოში ჭანარი მდინარე მტკვარსა და ალაზანში, ასევე მათ ცალკეულ შენაკადებში ბინადრობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]