ჭამე ილოცე შეიყვარე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭამე ილოცე შეიყვარე

ფილმის პოსტერი
რეჟისორი რაიან მერფი
პროდიუსერი ბრედ პიტი
დედე გარდნერი
ჯერემი კლეინერი
ჯულია რობერტსი
სტენ ვლოდკოვსკი
ტაბრეზ ნოორანი
სცენარის ავტორი რაიან მერფი
ჯენიფერ სოლტი
რომანი:
ელიზაბეტ გილბერტი
როლებში ჯულია რობერტსი
ხავიერ ბარდემი
ჯეიმს ფრანკო
რიჩარდ ჯენკინსი
ბილი კრუდაპი
ვაიოლა დევისი
კრისტინ ჰაკიმი
კომპოზიტორი დარიო მარიანელი
ოპერატორი რობერტ რიჩარდსონი
მონტაჟი ბრედლი ბიუკერი
კინოსტუდია Plan B Entertainment
გამოსვლის თარიღი 13 აგვისტო, 2010
ხანგრძლივობა 133 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
იტალიური
ბიუჯეტი 60,000,000$
შემოსავალი:
199,277,245$
კინოგიდის პროფილი
IMDb პროფილი

ჭამე ილოცე შეიყვარე (ინგლ. Eat Pray Love) არის 2010 წლის ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს და რომელიც ელიზაბეტ გილბერტის მემუარზეა დაფუძნებული. ფილმის რეჟისორია რაიან მერფი.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ახალგაზრდა ქალი აანალიზებს, რომ ვერ იღებს ცხოვრებისაგან იმას რისი სურვილიც აქვს. მტკივნეული განქორწინების შემდეგ ის დაგეგმავს მოგზაურობას, რომელიც მას მსოფლიოს ირგვლივ წაიყვანს, კონკრეტულად კი: იტალიაში, ინდოეთსა და ბალში. ამ მოგზაურობის დროს ის სწავლობს უცხო კულტურასა და ტრადიციებს, ნახულობს ბევრ უცნობ და საინტერესო ადგილს, ეს ყველაფერი კი რელაქსაციაში ეხმარება, ის ამ ფორმით გამოდის დეპრესიიდან და უბრუნდება თავის საკუთარ მეს.

გადაღება[რედაქტირება]

ფილმის გადაღებები 2009 წლის აგვისტოში დაიწყო. გადასაღები ადგილები იყო: ნიუ-იორკი (აშშ), რომი (იტალია), პატაუდი (ინდოეთი) და ბალი (ინდონეზია). ინდუიზმის ლიდერებმა დაინტერესება გამოთქვეს ფილმის წარმოებასთან დაკავშირებით და მოითხოვეს სასულიერო კონსულტანტების გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ფილმი ასახავს აშრამაში ცხოვრების აკურატულ და ზუსტ ფორმას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]