ჭამა და სექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჭამა და სექსი“
ჟანრი კომედია
დამდგმელი რეჟისორი გიორგი ლიფონავა
სცენარის ავტორი მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ქეთი დევდარიანი
ოპერატორი გელა ჩინჩალაძე
სტუდია ფორმულა კრეატივი
გამოსვლის თარიღი 2011
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

ჭამა და სექსიგიორგი ლიფონავას 2011 წლის ქართული კომედიური ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი შედგება 5 ნოველისგან.

პირველი ნოველის მთავარი გმირი ახალდაქორწინებული წყვილია. მათ პირველი ღამე ძვირადღირებულ სასტუმროში უნდა გაატარონ. თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ეს გმირებს წარმოუდგენიათ. მეორე ნოველაში ახალგაზრდა წყვილი ერთ-ერთის მშობლებთან გადადის საცხოვრებლად. მათი პრობლემებიც აქედან იწყება. მესამე ნოველაში სამი ცოლიანი მამაკაცი კიკეთში მეძავებთან ერთად წასვლას და გართობას გადაწყვეტს, თან კი ერთ-ერთი მეგობრის მეუღლის მიერ მომზადებულ ნიყვს წაიღებენ. მეოთხე ნოველაში მართლმადიდებელი ცოლ-ქმარი ცდილობს შეინახოს მარხვა: თავი შეიკავოს გარკვეულ საკვებისა და სექსისაგან. ბოლო ნოველაში კი ეჭვიანი ქმარი, რომელიც სამი წლით პარიზში მიემგზავრება, გადაწყვეტს ხელოვნური საქალწულე აპკის მეშვეობით აირიდოს თავიდან მეუღლის ღალატი.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის შესახებ რეაქცია განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. ის გამოსვლისთანავე აქტიურად განიხილებოდა ქართულ ბლოგოსფეროში. კინომცოდნეებმა გოგი გვახარიამ და ნინია კაკაბაძემ ფილმს მოსაწყენი უწოდეს.[1] ფილოსოფოსებმა გიგი თევზაძემ და გიგა ზედანიამ კი ის აღწერეს, როგორც კარგი კომედია.[2][3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]