წყრომი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| წყრომი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Otus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
წყრომი (Otus), ფრინველთა გვარი ბუსნაირთა რიგისა. მოიცავს ევროპაში, აზიაში (გარდა ჩრდილოეთისა), აფრიკასა და ამერიკაში (გარდა უკიდურესი ჩრდილოეთისა და სამხრეთისა) გავრცელებულ 37 სახეობას, რომელთაგან საქართველოში - 1 - ჩვეულებრივი წყრომი (Otus scops) გვხვდება. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ, მასა 80 გ აღწევს. მორუხო ფერისაა, შესამჩნევად ჭრელი. ბუდობს ფოთლოვან ტყეებში, პარკებში. მარტში ხის ფუღუროში დებს 2-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 25 დღე-ღამე გრძელდება. კრუხობს მხოლოდ დედალი. ძირითადად იკვებება მწერებით, უფრო იშვიათად - წვრილი ფრინველებითა და მღრღნელებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 11, გვ. 373, თბ., 1987
სტატიის