წყნარი ოკეანის პირველი ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყნარი ოკეანის პირველი ომი — ომი ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს (პერუ, ჩილე, ეკვადორი, ბოლივია) შორის 1864-1866 წლებში. ესპანეთმა ლათინურ ამერიკაზე ბატონობის აღდგენის მიზნით 1864 წლის ივლისში ომი წამოიწყო პერუს წინააღმდეგ. ესპანეთის ფლოტმა მიიტაცა პერუს კუნძულები ჩინჩა. 1865 წლის 25 სექტემბერს ჩილემ ესპანეთს ომი გამოუცხადა. ესპანეთის ფლოტის ცდა, წყნარი ოკეანის სანაპიროს ბლოკირებისა, მარცხით დამთავრდა. 1865 წლის დეკემბერში ეკვადორიც და ბოლივიაც ჩაებნენ ომში. ესპანეთი იძულებული გახდა უკან გაეწვია თავისი ფლოტი, ჩინჩის კუნძულები პერუს დაუბრუნეს, 1871 წლის აპრილის დროებითი ზავი 1879 წლის აგვისტოს საზავო ხელშეკრულებით შეიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]