წყლის მემინდვრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის მემინდვრია

წყლის მემინდვრია (ლათ. Arvicola terrestris) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა, მისი სხეულის სიგრძეა 24 სმ, მასა 270 გრამამდე. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილო და ნაწილობრივ წინა აზიაში ბაიკალის ტბამდე. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება, კარგად ცურავს, ცხოვრობს სოროში, რასაც სანაპიროზე თხრის, იკვებება მცენარეულობით, მოლუსკებით, მწერებით და ზიანს აყენებს მემინდვრეობას, მეტყევეობას და მებაღეობას. არის ტულარემიის ეპიზოოტიების ძირითადი წყარო. ბეწვი დაბალი ხარისხისაა და სარეწაო ღირებულება არა აქვს. ქვესახეობებიდან საქართველოში გავრცელებულია სპარსული წყლის მემინდვრია (A. t. persicus) და ოსური წყლის მემინდვრია (A.t. ognevi).

ლიტერატურა[რედაქტირება]