წყლის იელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| წყლის იელი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Ledum palustre | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
წყლის იელი (Ledum palustre, Rhododendron tomentosum) — მცენარე მანანასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ძირითადად ტუნდრაში. ჰოლარქტიკული სახეობაა. ვრცელდება თესლითა და ვეგეტატიური გზით. სწორმდგომი მარადმწვანე ბუჩქნარია. სიმაღლე 50-60 სმ, იშვიათად 120 სმ. ღერო დაწოლილია, დაჟანგულ ქეჩისებრი. მათი ფესვები ჭაობში 40 სმ სიღრმემდე იჭრება. ყვავის მაისიდან ივლისის ჩათვლით. შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს (1,5-იდან 7 %-მდე). ფოთლებში შედის ანდრომედოტოქსინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონიდები, ვიტამინი C და სხვ. იყენებენ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის და ტუბერკულოზის დროს, ენტეროკოლიტის და გრიპის წინააღმდეგ. გამოიყენება როგორც ინსექტიციდი, აგრეთვე პარფიუმერულ წარმოებაში. შხამიანი მცენარეა.