წყლის გოჭი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის გოჭი
Capybara Hattiesburg Zoo (70909b-42) 2560x1600.jpg
წყლის გოჭი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ლათინური სახელი
Hydrochoerus hydrochaeris
Hydrochoerus hydrochaeris range.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 584724
NCBI 10149

წყლის გოჭი, კაპიბარა (ლათ. Hydrochoerus hydrochaeris) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. თანამედროვე მღრღნელებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა. მასიური სხეული აქვს. მისი სხეულის სიგრძე 1 მეტრზე მეტია, ხოლო მასა 50 კგ აღწევს. სიმაღლე მინდაოში 50-60 სმ. კუდი არ აქვს. დამახასიათებელია გრძელი კიდურები და ფართო ჩლიქისებური ბრჭყალები. მრავლდება წელიწადში ერთხელ. შობს 5-6 ნაშიერს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე. ცხოვრობს ხროვებად. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება მცენარეულობით. ადგილ-ადგილ ზიანს აყენებს პლანტაციებს. ნადირობის ობიექტია. იყენებენ მის ხორცსა და ტყავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: