წყლიანი ჰორიზონტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავკანიანი ქალი ეზიდება მიწისქვეშა წყალს

წყლიანი ჰორიზონტები (ინგლ. aquifer) — მიწისქვეშა წყლით გაჟღენთილი ქანთა ფენები; დანალექი ქანები, რომლებიც წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე წყალგამტარი ფენით. არსებული ნაპრალები ან სხვა სიცარიელეები მიწისქვეშა წყლებითაა ამოვსებული. ერთმანეთთან ჰიდრავლიკურად დაკავშირებული წყლიანი ჰორიზონტები ქმნიან წყლისშემცველ კომპლექსს.

წყლიანი ჰორიზონტების ფენები ნაწილობრივ შედგება ფხვიერი მასალისაგან, როგორებიცაა: ხრეში, დოლომიტი, შლამი, კირქვა, მერგელი ან ქვიშა. ჰორიზონტი შემოზღუდულია ან ორი წყალგამძლე ფენით (უმთავრესად თიხით) ან წყალგამძლე ფენითა და აერაციის ზონით. წყლიანი ჰორიზონტები სხვადასხვა სიღრმეზეა წარმოდგენილი. როდესაც ისინი ახლო ზედაპირთან არიან განლაგებული, მათ ინტენსიურად იყენებენ სარწყავად, ასევე ხშირად ასეთი სახის წყლიანი ჰორიზონტები წვიმის წყლებით ივსება. მრავალი უდაბური რეგიონი შეიცავს კირქვიან ბორცვებსა და მთებს, გრუნტის წყლებთან ერთად.

ზედაპირული წყლიანი ჰორიზონტები, რომელშიც წყალი მოიპოვება, წარმოდგენილია ჩრდილოეთ აფრიკაში (ატლასი), აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში (სიერა-ნევადა). ასეთი წყლების ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს გრუნტის წყლების დონის შემცირება. ასე მაგალითად: ლიბიასა და ისრაელში მოსახლეობის მატებასა და წყლების გაძლიერებულ გამოყენებას მოჰყვა მიწისქვეშა წყლების დონის შემცირება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]