წყალსატარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყალსატარი — წყალგამტარი ნაგებობა, წყლის გასატარებელი (მისაწოდებელი) ნაგებობა, რომელსაც აგებენ მისი მოხმარების ადგილზე. წყალსატარი სათავეს იღებს მდინარიდან, წყალსაცავიდან, ტბიდან ან სხვა წყალსატევიდან. წყალსატარი შეიძლება იყოს ენერგეტიკულ-სადერივაციო და სატურბინო (ჰესებისათვის წყლის მისაწოდებლად); სარწყავი წყალმომარაგების სისტემებისა. წყალსატარს აკეთებენ ხელოვნური კალაპოტის სახით: არის დახურული (დედამიწის სიზრქეში განლაგებული მილსადენები და გვირაბები) ან ღია (დედამიწის ზედაპირზე, ნათხარში, ყრილზე ან საყრდენებზე — ესტაკადებზე განლაგებული არხები და ღარები). მილებისგან აგებულ წყალსატარში წყალი შეიძლება მოძრაობდეს დაწნევით, რასაც ქმნის კაშხალი ან ტუმბო (საჭირხნი წყალსატარი), ან თვითდინებით, როდესაც გამოყენებულია ადგილმდებარეობის სიმაღლეთა და ნიშნულების სხვაობა (თვითდინებით ანუ გრავიტაციული წყალსატარი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]