წმინდა სტეფანეს ეკლესია (მაინცი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. სტეფანეს ეკლესია

წმინდა სტეფანეს ეკლესია მაინცში (გერმ. St. Stephan zu Mainz) — გოტიკური კოლეგიატის ეკლესია გერმანიის ქალაქ მაინცში.

თავდაპირველად აიგო 990 წელს არქიეპისკოპოსი ვილიგის ბრძანებით, რომელმაც ასევე მაინცის საკათედრო ტაძრის მშენებლობა წამოიწყო. ეკლესია ქალაქის ყველაზე მაღალ ბორცვზე დაფუძნდა, თეოფანუს, საღვთო რომის იმპერატორი ოტო II-ის ქვრივის, სურვილით.