სევეროსი და მემნონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა სევეროსი და მემნონი)

წმინდა სევეროსი და მემნონი – წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 აგვისტო, ახალი სტილით - 2 სექტემბერი. წმიდა მოწამენი სევეროსი, მემნონი და მათთან ოცდაჩვიდმეტი მოწამე თრაკიის ფილიპოპოლში აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის წმიდა სევეროსი საშინლად აწამეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. როდესაც მმართველმა შეიტყო, რომ წმიდა სევეროსმა ასისთავი მემნონი ქრისტიანობაზე მოაქცია, ისიც სატანჯველად გადასცა. მასთან ერთად ეწამა კიდევ ოცდაჩვიდმეტი ქრისტიანი. ყველა მათგანს ხელ-ფეხი მოაჭრეს და გახურებულ ღუმელში შეყარეს (+304).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. გვ. 196