წმინდა მონიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. მონიკა

წმ. მონიკა და ნეტარი ავგუსტინე
დაიბადა 332(0332)
ჩრდილოეთ აფრიკა
გარდაიცვალა 387(0387)
ოსტია, იტალია
ხსენების დღე 4 მაისი
ენა ლათინური ენა[1] , Punic, ბერბერო-ლიბიური ენები და იტალიური ენა[2]
მეუღლე Patricius
შვილ(ებ)ი ნეტარი ავგუსტინე[3] , Perpetua of Hippo და Navigius of Hippo

წმინდა მონიკა (დ. 332, ჩრდილოეთ აფრიკა — გ. 387, ოსტია, იტალია) — რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე — 4 მაისი. ნეტარი ავგუსტინეს (354 – 430 ახ. წ.) დედა.

წმინდა მონიკა დაიბადა რომაულ აფრიკაში, სავარაუდოდ ბერბერული წარმომავლობის ქრისტიანულ ოჯახში. ახალგაზრდობაში მონიკას მიდრეკილება ჰქონდა ალკოჰოლისადმი, მაგრამ ეს მავნე ჩვეულება დაძლია და გათხოვდა წარმართ პატრიციუსზე, რომელიც ქ. ტაგასტში (ახლანდელი სუკ აჰრას, ალჟირი) სახელმწიფო მოხელედ მუშაობდა. პატრიციუსი კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ ცუდი ხასიათი ჰქონდა და ღალატობდა მეუღლეს. მიუხედავად ამისა, წმ. მონიკა მას დათმენით, პატივისცემით და სრული ერთგულებით პასუხობდა და შესძლო კიდეც მეუღლის ქრისტიანად მოქცევა.

წმინდა მონიკამ პატრიციუსს 3 შვილი შესძინა. მათ შორის გამოირჩეოდა ახალგაზრდა ავგუსტინე, რომელმაც წარმატებებს მიაღწია მეცნიერებაში, მაგრამ თავაშვებულად ცხოვრობდა და მანიქეიზმის მიმდევარი იყო. დედის ლოცვითა და ცრემლებით ავგუსტინე განეშორა მწვალებლობას და 33 წლის ასაკში ქრისტიანად მოინათლა წმ. ამბროსის მიერ.

სიკვდილის წინ, წმინდა მონიკამ ნეტარი ავგუსტინე უკანასკნელად დალოცა და უთხრა:

ვიკიციტატა
„„ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც მსურდა კიდევ ცოტა ხანს დამეყო ამქვეყნად იყო ის, რომ შენ მენახე კათოლიკე რწმენაზე მოქცეული. უფალმა თხოვნაზე მეტად უხვად დამაჯილდოვა, რადგან შენ დღეს მისი მსახური ხარ და უარყავი ყოველივე ამქვეყნიური ბედნიერება. აქ მეტი რაღა უნდა ვქნა?““

წმინდა მონიკასადმი განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა 1430 წლიდან, როდესაც მისი წმინდა ნაწილები ოსტიადან რომში გადაასვენეს. წმინდანის სახელი ეწოდა რემოდენიმე ქალაქს, აშენდა ეკლესიები ოსტიაში, რომში, ნეაპოლში, ფლორენციაში და სხვა ქალაქებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]