წმინდა მარკიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა მარკიანე (გ. 258) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 13 ივლისი, ახალი სტილით - 26 ივლისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა მოწამე მარკიანე ლიკაონიის იკონიაში დაიბადა. თავისი მხურვალე ქადაგებით მან სიჭაბუკეშივე ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამისთვის კერპმსახურებმა წმინდანი აწამეს, შემდეგ კი კაბადოკიაში გაგზავნეს მმართველ პერენიუსთან. უსჯულო ხელისუფალი ხან ლიქნით, ხან მუქარით ცდილობდა ჭაბუკის გადაცდენას მაცხოვნებელი გზიდან, მაგრამ იგი მედგრად აღიარებდა ქრისტეს და ამხელდა უსულო კერპების მსასოებელი მმართველის უგნურებას. განრისხებულმა პერენიუსმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი მარტვილი, მაგრამ სატანჯველებმა ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. ბოლოს 258 წელს უღმრთოებმა მარკიანეს თავის მოკვეთა მიუსაჯეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.